ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სრულად დაფინანსებული ერაზმუს მობილობა ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში

სრულად დაფინანსებული ერაზმუს მობილობა ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში

 ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტურ შესარჩევ კონკურსს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად:

 

მასპინძელი უნივერსიტეტი: ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა

სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2022/2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი, 5 თვე

სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, სტუდენტურ საცხოვრებელში უფასო განთავსება

ადგილების რაოდენობა: 2

 

 

შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ შესაბამისად წარიმართება.

 

·  გამოცდა ინგლისურ ენაში - დონე B2 (სამშაბათი, 30 ნოემბერი, 16:30 საათი)

 

წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი - Zoom-ის გამოყენებით ჩატარდება.

 

შენიშვნა: თუ სტუდენტი ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ ვალიდურ საერთაშორისო სერთიფიკატებს წარმოადგენს, როგორებიცაა: IELTS, TOEFL, CAMBRIDGE, მას აღნიშნული გამოცდის ჩაბარება არ უწევს და კომისია საორიენტაციოდ მის სასერტიფიკატო გამოცდის ქულას იღებს. 

 

·  გასაუბრება ინგლისურ ენაზე  (ხუთშაბათი, 2 დეკემბერი, 16:30 სთ)

 

გასაუბრება Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება .

 

შეფასების ელემენტები:

 

·  მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;

·  მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;

·  მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

 

პარასკევს, 3 დეკემბერს,  სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე 2 სტუდენტს გამოავლენს.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/by1E6ivLiTnV1gmHA

 

განაცხადების მიღება შეწყდება 29 ნოემბერს, 12:00 საათზე.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ.ფოსტაზე: [email protected]